სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს ულოცავს


Похожее изображениеსაქართველოს პრეზიდენტი  საზოგადოებას ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილეს ულოცავს.

„საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მართლაც გამორჩეული თარიღია, დიდი ისტორიითა და მნიშვნელოვანი ფაქტორებით მათ შორის, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ქალები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ 100 წლის წინ არჩევნებში, ისინი მონაწილეობას იღებდნენ პირველი კონსტიტუციის შემუშავებაში და რაც მთავარია, თავად იყვნენ დამფუძნებელი კრების არჩეული წევრები.

კიდევ ერთხელ, ამ დარბაზიდან გვინდა დავასახელოთ დამფუძნებელი კრების წევრი ქალების სახელები: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ ბარსეგოვა-მახვილაძისა.

აქვე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მარიამ ჩხეიძეც, სწორედ ის გახლავთ პირველი ქართველი ქალი, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობდა“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.