38 მედალი – დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდის ტრიუმფი

პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ შეჯიბრებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა გუნდმა 38 მედალი მოიპოვა.

На данном изображении может находиться: 3 человека, люди стоят

24 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით ჩატარებულ ტურნირში, რომელშიც 7 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი იყო ჩართული, ქართველმა სამხედროებმა  სპორტის 8 სახეობაში წარმატებით იასპარეზეს, მათ შორის –  მჯდომარე კალათბურთში, ცურვაში, სროლაში, მშვილდოსნობაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში და ველოსპორტში. პარასპორტსმენებმა 20 – ოქროს, 10 – ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მეხუთედ მიიღეს. ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში გასულ წელსაც იასპარეზეს და საქართველოში 20 მედლით დაბრუნდნენ.

image_pdfimage_print

Comments

comments