საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 220 ბავშვია, შვილად აყვანის მსურველი – 2813

Картинки по запросу младенцыსაქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 220 ბავშვია, მათ შორის 153 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, 35-ს კი გაშვილება არ სურს (საუბარია 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებზე, რომელთა გაშვილება აკრძალულია მათი თანხმობის გარეშე).

სოციალური მომსახურების სააგენტოს  ინფორმაციით, ამ ეტაპზე მშვილებელთა რეესტრში 2813  მშვილებელია დარეგისტრირებული – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანისთვის  კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

რაც შეეხება გაშვილებულთა სტატისტიკას, 2018 წელს ქვეყანაში გაშვილდა 85 ბავშვი, მათ შორის 8 განსხვავებული საჭიროების მქონეა. მათგან საერთაშორისო შვილად აყვანას დაექვემდებარა 5 შშმ ბავშვი.

image_pdfimage_print

Comments

comments