მეცნიერებმა მამონტის უჯრედები "გააცოცხლეს"


იაპონაში, კინდაის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნაწილობრივად „გააცოცხლეს“ მამონტის უჯრედები.

მათ მამონტის სპლიყვის ნეშტი გამოიყენეს, რომელიც  მარადი მზრალობის პირობებში 28 ათასი წელი იმყომეფოდა. კერძოდ, მეცნიერებმა მამონტის კუნთოვანი ქსოვილი და ძვლის ტვინი გამოიყენეს, უჯრედის ბირთვი თაგვის კვერცხუჯრედში მოათავსეს, რის შემდეგ  აქტიურობის ნიშნები დაფიქსირდა. უჯრედები გამოცოცხლდენენ, იკვებებოდნენ, ბიოოლოგიურ მასალაში უჯრედების გაყოფის წინა პროცესებიც დაიწყო, მაგრამ ვერ მოხერხდა. თუმცა გაყოფისთვის უჯრედები რამოდენიმე საკვანძო  ნაბიჯს ასრულებდნენ, მათ შორის ქრომოსომების სწორ განლაგებას შვილობილ უჯრედებში დანაწილებისთვის.

იაპონელი მეცნიერების ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ მამონტის კლონირება მისი დნმ–მასალის სპილოს კვერცხუჯრედში გადანერგვის გზით სავსებით დასაშვებია, თუმცა მანამდე მათ  დიდი შრომა აგქვთ გასაწევი. ამჟამად კი მეცნიერები  უჯრედების დაყოფის მისაღწევად ემზადებიან.

nature.com