კალაძე:”გენგეგმის დამტკიცება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად”

Похожее изображениеთბილისის საკრებულო დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტს დღეს დაამტკიცებს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს.

“20-25 წლის განმავლობაში ქალაქში უამრავი პრობლემა დაგვიგროვდა, ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური პრობლემები, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემების სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვის და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის და მტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად,” – თქვა კალაძემ.

ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ თქვა, რომ ახალი გენერალური გეგმით თბილისში რეკრეაციული ზონა 6 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება.

“დედაქალაქში არსებული რეკრეაციული ზონების ფართობი 254 მილიონი კვადრატული მეტრი იყო. იმ გეგმით კი, რომელიც დღეს საკრებულომ უნდა დაამტკიცოს 258 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. რაც შეეხება სატყეო ზონას, რომელიც საერთოდ გამქრალი იყო რუკიდან, 139 მილიონ კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. ეს არის სწორედ ის კრიტერიუმები და შეფასებები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა ახალ გენერალურ გეგმაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება ხარვეზებს მინდა გითხრათ, რომ კომისიური განხილვების დროს ჩვენ მათზე ვიმსჯელეთ და ყველა დაფიქსირებული ხარვეზი გამოსწორდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მომავალში გარკვეული დაზუსტებები გახდეს საჭირო“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

image_pdfimage_print

Comments

comments