საქართველოში ფულადი გზავნილები 11.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

Картинки по запросу ლარი დოლარი ევრო2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.2 %–ით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0% იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.2%  მოდიოდა.

აქედან, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 31.6 მილიონი დოლარზე დაფიქსირდა – 2018 წლის თებერვალში 33.3 მილიონი დოლარი იყო. ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებმა კი, თებერვალში 41.9 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 17.44 მილიონი დოლარი იტალიაზე, 14.16 მილიონი დოლარი კი, საბერძნეთზე მოდის. ფულადი გზავნილები გაზრდილია ამ ორივე ქვეყნიდან, ასევე ისრაელიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან.

2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მლნ აშშ დოლარი (47.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.0 მლნ აშშ დოლარისა (44.3 მლნ ლარისა) 2018 წლის თებერვალში.

image_pdfimage_print

Comments

comments