“ვერ ვენდობი, ესენი ჩვვენი ერთგულნი არ არიანო” – გიორგი XII რუსეთის შესახებ

Похожее изображениеერეკლე II-ის უფროსი ვაჟი, უფლისწული გიორგი მუდამ გვერდით ედგა მამას სახელმწიფოს მართვაში. იგი მამაცი ვაჟკაცი ყოფილა და კარგადაც ერკვეოდა მაშინდელ პოლიტიკაში.

გიორგის არაერთხელ ხმლით უხსნია ქვეყანა მომხდურთა თარეშისაგან. იგი თან ახლდა მამას ასპინძის ომში.  გიორგი ბატონიშვილი  სასტიკი წინააღმდეგი იყო რუსთა მონაწილეობისა ბრძოლაში.

ვერ ვენდობი, ესენი ჩვვენი ერთგულნი არ არიანო, – უმტკიცებდა მამასა და სარდლებს. ლამის გაიქცა ბრძოლის ველიდან, ხელდახელ აპირებდა რუს გენერალთან შებმას…

როგორც შემდეგ გამოჩნდა, გიორგი მართალი იყო – ტოტლებენმა ფიცხელ ომში მიატოვა ერეკლე.

***

მეფე გიორგი XII ერთხელ ყაზახ–ბორჩალოს მიბრძანებულა და სწვევია ერთ დარბაისელს, საქართველოს ერთგულ მოხუცებულ აღალარს. ჩამოვარდნილა ლაპარაკი ცხენებზე და მეფეს უკითხავს მოხუცისთვის, – ყაზახ–ბორჩალოს ცხენი უწინ განთქმული იყო მთელ საქართველოში, ახლა კი იმისთანა ცხენები აღარ გამოდიან, რა იქნენ ის უწინდელი ცხენებიო?

– იმ უწინდელ ცხენებზე ის უწინდელი ქართველები შესხდნენ და წავიდნენო, – უპასუხია გულამომჯდარ მოხუცს.

***

გიორგი XII ტახტზე ავიდა მაშინ, როდესაც საქართველოს, რომელიც არ იყო გარეშე მტრებისგან დაცული, არ ჰქონდა წესრიგი საშინაო მმართველობაშიც. ქვეყანა გაძარცვულ-დარბეული იყო, ხალხს კი მძიმე გადასახადები აწვა ტვირთად; ყველგან გავრცელებული იყო სიღარიბე და სიღატაკე .

ტფილისი წარმოადგენდა ნანგრევების გროვას. მხოლოდ ორი ქუჩა იყო თავისუფალი (გაწმენდილი) მგზავრობისთვის; მაგრამ მათაც ორივე მხარეზე მიუყვებოდნენ გაძარცვული სახლები (* Изъ записокъ Тучкова. Арх. главн. шт. въ С.-Петербурге).

თავად მეფე, როდესაც იგი გადმოსახლდა დარბეულ დედაქალაქში, იძულებული შეიქმნა განთავსებულიყო თავად ბებუთაშვილის ერთადერთ გადარჩენილ სახლში, სადაც იცხოვრა კიდეც მან თავის სიკვდილამდე, ორ მეტად პატარა ოთახში (* ჩაწერილია თავად დ. ო. ბებუთოვის სიტყვებიდან. იხ. ასევე письмо Коваленскаго Кноррингу 2-го декабря 1799 г. Т. А. К. Н.).

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments