დედაქალაქში ძლიერმა ქარმა 15 შენობის სახურავი და 10 ავტომანქანა დააზიანა

ძლიერი ქარის გამო თბილისში 15 შენობის სახურავი და 10 ავტომანქანა დაზიანდაძლიერი ქარის გამო, 17-18 მარტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, თბილისის მასშტაბით, შემოსულია 68 შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაზიანდა 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 14 ხე, 4 სარეკლამო ბილბორდი და 1 შუქნიშანი.

18 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი.

image_pdfimage_print

Comments

comments