"ეს აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს“ – საპატრიარქო სამხედრო სამსახურის საკითხზე


Картинки по запросу sapatriarqoსამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისგან გათავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ.

„სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ამასთან, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.