"ნატო-ს კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსთვის"


Картинки по запросу stoltenberg ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით,  ალიანსის კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის.

ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც მან ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე ისაუბრა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს გაფართოება არ არის პროვოკაცია და ეს პროცესი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ბოსნია და ჰერცოგოვინა, ასევე საქართველო და უკრაინა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივანი 24 მარტს საქართველოს ეწვევა.