გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო


Картинки по запросу აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყოგურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო. ფაროსანასარეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც საკარმიდამო ტერიოტორიები, თხილის ფართობები და მიტოვებული შენობების სხვენები დაათვალიერეს.

დათვალიერების შედეგად ფიტოსანიტრები შეისწავლიან მავნებლის რაოდენობას. აპრილიდან კი, დამონტაჟდება სპეციალური ფერომონები, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მავნებლის გავრცელების არეალი. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ლაშა შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გავეცანი. შევხვდით მოსახლეობას და მათ მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მივაწოდეთ. მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების დროულად იდენტიფიცირება, რასაც ხელს შეუწყობს მონიტორინგი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღეიდან დაიწყო“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ