უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა


Похожее изображениеუკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დეფაქტო მთავრობის  წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. ინფორმაცია უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა    განთავსებული.

სიაში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა.

სანქციები დაუწესდათ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს – ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს იგორ კოზაევს, ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერ რუსლან ტედეევს, ე.წ. დეპუტატებს, ბახვა თედეევსა და იგორ ჩოჩიევს, ასევე ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველ დავიდ გაზატის.

ამ ადამიანებს სანქციები დონბასში ე.წ. არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით ჩასვლის გამო დაუწესდათ.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების სიაში არის 294 იურიდიული და 848 ფიზიკური პირი. მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, ბრაზილიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, გერმანიის, აშშ-ისა და უნგრეთის მოქალაქეები.

imedinews.ge