“ეს ჰესი რეგიონს ყოველწლიურად 2 მილიონი ლარის შემოსავალს მოუტანს”

სუბარილენტეხში  მცირე ჰესის, „ხელედულა 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა არ შედგა.

ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა და  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარსა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას შენობაში შესვლის საშუალება  არ მისცა .მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მშენებლობა მდინარეების – ხელედულასა და დევაშის ხეობებშია დაგეგმილი. მოსახლეობის თქმით, ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. ამასთანავე, ჰესის მშენებლობისთვის ოც ჰექტრამდე ფართობზე ტყეც გაიჩეხება.

„ეს ჰესი რეგიონს ყოველწლიურად ორი მილიონი ლარის შემოსავალს მოუტანს, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პროექტში არსებობს ხარვეზები, თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებელია”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ლენტეხში მოსახლეობის აზრი გაყოფილია ორად, არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა და არის მეორე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს ამ საკითხზე კომუნიკაცია.მისი თქმით, ინვესტორი ასევე გეგმავს შექმნას სპეციალური სოციალური ფონდი, რომელიც მართვაში გადაეცემათ ადგილობრივებს და ამ ფონდში არსებული თანხა, დაახლოებით ათჯერ მეტი იქნება ადგილობრივ ბიუჯეტზე, საიდანაც შესაძლებელია ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტის დაფინანსება.

image_pdfimage_print

Comments

comments