საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს დიპლომატები დადებითად აფასებენ

Картинки по запросу როს უილსონი2018 წლის არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები განიხილეს სასტუმრო “ბილტმორში” მიმდინარე კონფერენციაზე მონაწილეებმა –  ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლებმა, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ცესკოს ხელმძღვანელმა და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებმა. 

აშშ–ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა საპრეზიდენტო არჩევნების შეფასების დროს აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა.

„სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებში ეს იქნება “ოდირის”, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები, ასევე, საელჩოს საკუთარ შეფასებაში არის მითითებული გარკვეულ პრობლემებსა და ხარვეზებზეც, რისი გადაჭრაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის წარმატებული და დემოკრატიული განვითარებისათვის. მივესალმები პარლამენტარებისა და სხვა სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობას“, – განაცხადა უილსონმა.

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე ამბობს, რომ  საქართველოს დაუგროვდა საკმაოდ კარგი გამოცდილება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების, თუმცა ბოლო არჩევნებმა გამოწვევები აჩვენა.

„მაგალითად ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციების  არაჯეროვანი დაკომპლექტება,  ნეგატიური კამპანია, სიძულვილის ენა. იმედი მაქვს, ჩვენი დისკუსიები შექმნილ ვითარებას გააუმჯობესებს. “, – განაცხადა ევროსაბჭოს წარმომადგენელმა.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით კი, უნდა დაიწყოს ყველა იმ რეკომენდაციაზე ფიქრი და მსჯელობა, რომელიც მოხსენიებულია ეუთოს ანგარიშში.

 „ ვფიქრობ, დრო არის ძალიან ცოტა და დღევანდელი შეხვედრა არის ამ პროცესის და ამ რეკომენდაციების გააზრების დასაწყისი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის სამომავლოდ და იმედი მაქვს, დღეს ნაყოფიერად დავიწყებთ ამ თემატიკაზე მსჯელობას.

ვფიქრობ უმთავრესი ელემენტებია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსების თემატიკა და პარტიული და სახელმწიფო რესურსების გამიჯვნა. ეს რეკომენდაციები ჩვენთვის არის სამოქმედო გეგმა, რომელსაც უნდა მივდიოთ 2020 წლის არჩევნებამდე“, – განაცხადა კ არლჰარცელმა.

image_pdfimage_print

Comments

comments