“ეს იყო პროვოკაცია, რომელსაც აწყობდნენ სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები” – კოჩიევი


Похожее изображениеერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 92-ე შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე განსახილველ 11 საკითხს შორის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის, ასევე ოკუპირებულ ახალგორში დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეები იყო. ასევ საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და გადაადგილების შეზღუდვებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

შეხვედრაზე 15 მარტს ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს.

„არის თქვენთან ასეთი აქტივისტი დავით ქაცარავა, რომელსაც შეუძლია თქვას, თითქოს, რუსული ჯარი იპყრობდა

ყველა ძალა “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე იყო და პროვოკაციამდე საქმე არ მისულა. ეს იყო პროვოკაცია, რომელსაც აწყობდნენ სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გაყრიდნენ ძალებს, რომლებმაც თითქოს, დაიკავეს საქართველოს ტერიტორია. ქართველ პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინათ, ეს დასრულდებოდა ინციდენტით. დათესონ და მოხნან თავისი ტერიტორია“, – განაცხადა ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა.

რაც შეეხება სოფელ ხურვალეთში გადაადგილების შეზღუდვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეს პრევენციულ ხასიათს ატარებს და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არის მიღებული.