ინგუშეთში მომიტინგეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

Митинг в Магасеინგუშეთის დედაქალაქში მრავალათასიანი მიტინგი მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეები რეფერენდუმის შესახებ კანონს აპროტესტებენ და  რესპუბლიკის მეთაურის გადადგომას ითხოვენ. მომოტინგეებს სოლიდარობა მოსკოვშიც გამოუცხადეს – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან  ინგუშებმა პიკეტი ჩაატარეს .

საპროტესტო აქციის მონაწილეები ინგუშეთის მეთაურის პირდაპირი არჩევნების შემოღებას ითხოვენ.

აქცია სანქცირებულია და მას ინგუშეთს ნაციონალური ერთობის კომიტეტის წევრებიც ესწრებიან. თუმცა ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. როგორც მომიტინგეები ამბობენ, ქალაქში ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მანქანების გადაადგილება შეინიშნება, ხოლო მაღალსართულიან შენობებზე სნაიპერები იმყოფებიან.

უფლებადამცველის მაგომედ მუცოლგოვის თქმით, მიტინგის ჩატარების ადგილზე გაქრა მობილური ინტერნეტის სიგნალი.

შეგახსენებთ, 20 მარტს ინგუშეთის პრეზიდენტმა სახალხო კრებიდან გამოიხმო საკანონმდებლო შესწორებები, რომელთა  თანახმად რეფერენდუმის ჩატარება ისეთ საკითხებზე, როგორც რესპუბლიკის ტერიტორიის, საზღვრების ან სახელწოდების შეცვლა სავალდებულო აღარ იქნება.

svoboda.org

 

image_pdfimage_print

Comments

comments