ამ დღეს კონსტანტინოპოლს სტამბოლი დაერქვა – რატომ გაქრა ბიზანტია

Похожее изображение1930 წლის 28 მარტს საბოლოოდ დაესვა წერტილი ბიზანტიური იმპერიის დიდებას – 89 წლის წინ ქალაქებს კონსტანტინოპოლს და ანგორას ახალი, თურქული სახელები მიენჭა – სტამბოლი და ანკარა. 

კონსტანტინოპოლი (ბერძ. Κωνσταντινούπολις) —  საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი). ქალაქი  სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ

მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი“ შეარქვეს.

1453 წლის 29 მაისს, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთმა ცნობილმა და გამოჩენილმა სულთანმა, მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლის ალყა დაიწყო. სულთან მეჰმედის წინაპრებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის აღების, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს აღარ გაუმართლა და ოსმალებმა მისი აღება მოახერხეს. ეს იყო ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება.

ისტორიკოსების შეფასებით კონსტანტინოპოლის დაცემა შიდაფეოდალური დაპირისპირების, საზოგადოებაში გავრცელებული მანკიერების და მძიმე ეკონომიკური პირობების შედეგად მოხდა.

ამაოდ შეაგონებდნენ ჭეშმარიტი მოძღვრები ერსა და ბერს, ამაოდ აფრთხილებდნენ, ღვთის სასჯელი არ აგვცდებაო – სამღვდელობა უფრო მეტად ეფლობოდა უზნეობაში, მრევლი კი განცხრომაში ატარებდა დროს.  დაივიწყეს  წინაპართა სჯული. წარჩინებული და განათლებული ახალგაზრდობა კათოლიციზმის იდეებს იზიარებდა და რომის ტახტს ემხრობოდა. ძალზე გავრცელდა სხვდასხვა ერესი, ცრურწმენა, მკითხაობა, მათ შორის  – მართლმადიდებლურ ხატზებზე.

Картинки по запросу падение константинополя

ამაოდ თხოვდა დახმარებას იმპერატორი კონსტანტინე ქედმაღალ ფეოდალებს, ფინანსურად დახმარებოდნენ ქვეყანას იარაღის შეძენაში. პასუხად კადნიერი  თავად–აზნაურები საეკლესიო ოქროს ნივთების გაყიდვას ურჩევდნენ მეფეს …როდესაც დაპყრობილი ქალაქის კანტიკუნტად დარჩენილმა დიდებულებმა სულთანს ოქროს ზოდები მიართვეს, მას ძალზე გაუკვირდა – ამდენი ოქრო თუ გქონდათ, იმპერატორ კონსტანტინეს რატომ არ უბოძეთ, რათა  ჯარი შეეკაზმა? აღსანიშნავია, რომ იმპერატორმა  უბრალო მეომარივით, ყველასგან მიტოვებულმა, ქუჩის შეტაკებებში დაასრულა სიცოცხლე – ხმლით ხელში იცავდა საკუთარ ქალაქს. ხოლო ოსმალებმა კონსტანტინოპოლის აღებისას  სულ 3 მეომარი დაკარგეს…

კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაქრა რუქიდან, ხოლო ოსმალეთის სასულთნო ოსმალეთის იმპერიად ჩამოყალიბდა. ოსმალებმა უწოდეს მას სახელი „სტამბოლი“ და დედაქალაქად გამოაცხადეს.

ალექსანდრე მგალობლიშვილი

premiumi.ge 

image_pdfimage_print

Comments

comments