გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღი დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

საქართველოს პირველ პრეზიდენტს  80 წლის საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები.

დღესვე 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ასევე განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად,  ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად, 31 მარტს.

ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. მთავრობის გადაწყვეტილებით კი, საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვა.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქალაქ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში არსებულ მემორიალურ სახლს, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ თავისი სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ფონდი “ქართუს” დაფინანსებით ჩაუტარდება რეაბილიტაცია და მასში მოეწყობა მუზეუმი.

image_pdfimage_print

Comments

comments