პოროშენკო და ზელენსკი დებატებს სტადიონზე გამართავენ

poroshenkoუკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თავისი მეტოქის ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზებას დასთანხმდა.

გუშინ ზელენსკიმ პოროშენკო კიევის ოლიმპიურ სტადიონზე საჯარო დებატებში მიიწვია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.

 „დებატების წესები გაწერილია არჩევნების შესახებ კანონში. დებატები უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ბაზაზე და მისი ტრანსლაცია სხვა ტელეკომპანიებს შეუძლიათ, მაგრამ თუ სტადიონი გსურთ, იყოს სტადიონი. გელოდებით ვლადიმირ ალექსანდროვიჩ,“ -ამბობს პოროშენკო ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, მეორე ტურში გადავიდა შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი (30,24%) და მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო (15,95%). მესამეზე იულია ტიმოშენკო გავიდა ხმების 13,4%-ით. ტიმოშენკო არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს დაუჭერს.

მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

image_pdfimage_print

Comments

comments