88 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი დანელია

Картинки по запросу გიორგი დანელია88 წლის ასაკში  კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა.

“მისი გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა” – განაცხადა რეჟისორის მეუღლემ გალინა იურკოვა–დანელიამ.

რეჟისორი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.  თებერვლის ბოლოს ის მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს.
გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1959 წელს, უმაღლესი სარეჟისორო კურსის გავლის შემდეგ კინოსტუდიაში დამდგმელ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. კინომოღვაწეობა კი, 1960 წლიდან დაიწყო. დანელიას ცნობილ ნამუშევართა შორის არის კონოფილმები – „მიმინო“, „აფონია“, „არ დაიდარო“, „შემოდგომის მარათონი“, „ქინ-ძა-ძა“, „პასპორტი“ და სხვა.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments