ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზის დასადგენად სახელმწიფო პროგრამა ამუშავდება

 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу лабораторияადამიანის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზების დასადგენად სახელმწიფო პროგრამა თითქმის მზად არის და მალე ამუშავდება.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განაცხადებით, სამთავრობო პროგრამის ამუშავებაში ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყებები.

„ამუშავდება სახელმწიფო პროგრამა, რომ ამ კვლევის შედეგების კიდევ უფრო ღრმა შესწავლა მოხდეს. რა არის ტყვიის მატების მიზეზი. ასევე მუშავდება დიდი სამთავრობო პროგრამა, პრემიერ-მინისტრთან უკვე ჩატარდა შეხვედრა და იქნება სხვადასხვა უწყებები ჩართული, რათა გრძელვადიანი პროგრამა შეიქმნას ქვეყანაში ტყვიის პრობლემის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოდან იტალიის ლაბორატორიაში 2-7 წლამდე ასაკის, 1600 სისხლის ნიმუში გაიგზავნა.

image_pdfimage_print

Comments

comments