რატომ გაიზარდა ბოსტნეულზე და ხილზე ფასები?

Картинки по запросу овощи-фруктыსაქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე   მეტად ფასები შემდეგ პროდუქციაზე გაიზარდა.BPN-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა  სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. მათ შორის,კომბოსტოზე ფასები – 166%-ითაა გაზრდილი; ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტზე – 98.2%-ით; მწვანილზე – 70.4%-ით; ხახვზე – 60.6%-ით; მსხალზე – 41.3%-ით; ბადრიჯანზე – 40.1%-ით; პომიდორზე – 38.8%-ით; კიტრზე – 36.4%-ით; წიწაკაზე – 32.0%-ით; იმპორტული წარმოების ფილტრიან სიგარეტზე – 30.1%-ით; ადგილობრივი წარმოების ფილტრიან სიგარეტზე – 29.6%-ით.

რამ განაპირობა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ასეთი  მასშტაბის ზრდა?  სპეციალისტები ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა განმარტავს, რომ  ბაზარზე  ადგილობრივი წარმოების დეფიციტია, ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქცია დიდი რაოდენობით შემოდის და ფასის მატებას კურსთა შორის სხვაობა იწვევს.

ამავე ორგანიზაციის აგრონომი ნინო ჭიორელი ბოლო ერთ წელიწადში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.  პირველი – იმპორტირებულ პროდუქციაზე კურსთა შორის სხვაობა, პესტიციდებზე მაღალი ფასი, კლიმატური პირობების გავლენები, მავნებლების ზიანი და ასე შემდეგ.

შპს „ქართული მწვანილის“ ხელმძღვანელი ჯუმბერ ბელთაძე  განმარტავს, რომ მას მიმდინარე წელს მწვანილზე ფასები არ გაუზრდია, რასაც ვერ ვიტყვით იმპორტირებულ პროდუქციაზე. მისი განმარტებით, თუ „ქართული მწვანილის“ მიერ წარმოებული 1 კილოგრამი ოხრახუშის ღირებულება 5 ლარს შეადგენს, იმპორტირებულის შემთხვევაში ფასი საკმაოდ დიდია.

„შემოტანილ  მწვანილზე  თვითღირებულება მეტია, რადგან პროდუქციის  ფასს ემატება ტრანსპორტირების ხარჯი,სხვაობაა ვალუტის კურსებს შორისაც,რაც დამატებით ხარჯს ქმნის. ქართული მწვანილი შედარებით იაფია, თუმცა, არ არის იმ რაოდენობის, რომ ადგილობრივი ბაზარი დააკმაყოფილოს„ — აღნიშნავს ბელთაძე.

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბიას“ დამფუძნებელზურაბ  ჯანელიძე სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნის:

„ჩვენ 4 წლის განმავლობაში მწვანილსა და ბოსტნეულზე  ფასი არ შეგვიცვლია. გაუძვირდათ  იმ ადამიანებს, ვინც ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებული. ჩვენ კი ვაწარმოებთ. 4 წლის წინ პირველადი წარმოება რაც გვიჯდებოდა, ის გვიჯდება ახლაც. მცირედით გაძვირდა მხოლოდ. თუმცა, ეს პროდუქციის საბოლოო ხარჯზე არ ასახულა. მეორე მიზეზი, რის გამოც ბოსტნეულზე და მწვანილზე ფასები გაიზარდა, პესტიციდების გაძვირებაა.  პროდუქტებზე ფასების ზრდა ამასაც შეეძლო გამოწვია. მინდა ავღნიშნო, რომ „ჰერბია“ 100%-ით ნატურალურ  პროდუქტს აწარმოებს, პესტიციდებს არ მოიხმარს, პროდუქცია ქიმიური საშუალებების გარეშე მოგყვავს, შესაბამისად, საფასო პოლიტიკა არ გადაგვიხედია“, -აცხადებს ჯანელიძე.

როგორც ცნობილია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7% შეადგინა.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments