“სიღარიბე და უმუშევრობა – ქვეყნის მთავარი გამოწვევაა”

 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანის აზრით, ახლა  გაერთიანების დროა. ექს–პრემიერის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ”  ბევრი საქმე გააკეთა,  შეცდომებიც მოუვივიდა , მაგრამ მას არც ერთი დღე აღარ აქვს დასაკარგი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში პრობლემები ძალიან ბევრია – მოსახლეობას აწუხებს უმუშევრობა, ასევე პოლიტიკურად გარემო ძალიან პოლარიზებულია.

„ასევე ვიტყოდი, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს.  შემდეგი, მე ვიტყოდი, ეს არის ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ, მუდმივად დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს.

დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება. თუ ჩვენ არ ვანახეთ ხალხს და მით უმეტეს მტერს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, გვაქვს ერთიანი მიზანი, მიზანი არის მთავარი, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს, რა არის ჩვენი მიზანი, რა არის ჩვენი ქართული ოცნება, რა არის თითოეული ქართველის ოცნება – ეს არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენაზე.

მისი თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები.

„ასევე მინდა ვისაუბრო ჩვენს შემდეგ გამოწვევაზე, რომელზეც პრემიერს არა ერთხელ უსაუბრია, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. სულ რამდენიმე კილომეტრში, ჩვენი ტკივილი და ჩვენი სიამაყე აფხაზეთია. აქაც მინდა, იგივე გავიმეორო, რომელიც უკვე ვახსენე, თუ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, რომ ვვითარდებით, რომ ვართ ძლიერები, ერთიანი, მათ ვერ დავარწმუნებთ, რომ დადგა დრო გაერთიანების.

ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს, ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. ამის შემდეგ ჩვენ უნდა შემოვიერთოთჩვენი ძმები და ჩვენი დები, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი“, – განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments