“რეპრესირებულ პირთა იდენტიფიცირებისთვის ეკლესიას სახსრები არ გააჩნია” – დეკანოზი იოანე გორელიშვილი

Картинки по запросу репрессированные мемориалხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილ რეპრესირებულთა საერთო სამარხზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პირველ კომენტარს აკეთებს.

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სამარხში ნამდვილად რეპრესირებულები იყვნენ დამარხულნი.

„არსებობს მეცნიერთა მტკიცებულებები; ცხედრებს შეკრული ჰქონდათ ხელები, აღმოჩენილია მონეტები, რომლებიც მოქმედებდა 1937-38 წლებში. აბსოლუტურად ყველა არის დახვრეტილი, უმრავლესობა კეფაში, ამიტომ სრული მტკიცებულებებია იმის, რომ ისინი არიან რეპრესირებულები”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, პირთა იდენტიფიცირებისთვის ეკლესიას სახსრები არ გააჩნია, მაგრამ ცალკეულ ოჯახებს შეუძლიათ ჩაატარონ დნმ-ის ანალიზი.

ისტორიკოსი, პროფესორი რამაზ სურმანიძეის მტკიცებით ის  აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ხელვაჩაურში ნაპოვნი საერთო სამარხი ეკუთვნით 1937-1938 წლებში რეპრესირებულ პირებს.

სურმანიძის თქმით, რამდენიმე წლის წინ მან უშუალოდ მოვლენების თვითმხილველებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში,  ამჟამინდელი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ნამდვილად ხდებოდა დახვრეტილთა ტრანსპორტირება.

„რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ამის კვლევა. უშუალოდ მძღოლისგან მაქვს მოსმენილი, რომ სატვირთო ავტომანქანით გადაჰყავდათ მასობრივად დახოცილები. იყო კიდევ ორი ადგილი სალიბაურსა და ადლიაში, სადაც საერთო სამარხებია.

უშუალოდ მე დავუკავშირდი ეპარქიას, მეუფე დიმიტრის და ერთობლივად მოვიძიეთ ადგილი. დამატებითი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ საკმარისი ისტორიული წყაროები მოვიძიეთ, რომ დავრწმუნებულიყავით, რასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა რამაზ სურმანიძემ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments