ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები გამკაცრდება

გაზი ბუნებრივიბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები გამკაცრდება, რაც კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟებასაც ითვალისწინებს.

დედაქალაქის მერის თქმით, მერიას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. კახა კალაძე  ასევე საუბრობს კორპუსებში სპეციალური სენსორების დამონტაჟების აუცილებლობაზე, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვას სიგნალიზაციით დააფიქსირებს.

„ჩვენი მოვითხოვეთ ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრება. გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროსთან. ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი, რა ცვლილებები უნდა განხორცილედეს. მათი მხრიდან თანხმობაც არის და ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით, ეს ცვლილებები განხორციელდება. კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟებაკანონით უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ კი მოხდება აირის გაჟონვა, ჩაირთვება სიგნალიზაცია და საფრთხე თავიდანვე იქნება აცილებული. თუმცა ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე. ეს კუსტარულად დაყენებული გაზგამათბობლები წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას და ძალიან ბევრია ინტოკსიკაცია და უბედური შემთხვევები, შესაბამისად, უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. პირველადი ვერსიით, აფეთქება კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

image_pdfimage_print

Comments

comments