9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა


На данном изображении может находиться: на улицеდღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

9 აპრილის მემორიალთან მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ  9 აპრილის აქციის მონაწილეები,  დაღუპულთა ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებედნენ.

დილიდან რუსთაველის გამზირზე პოლიტიკოსები და მოქალაქეები იკრიბებიან. მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იქ მივიდა ასევე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

„მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა, გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. სიმბოლურია ისიც, რომ ორი წლის შემდეგ ამ ტრაგედიიდან ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

9 აპრილის მემორიალთან მივიდა ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პატრიარქი ილია მეორე.  სასულიერო პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

დედაქალაქის მერმა მოადგილეებთან ერთად  ასევე პატივი მიაგო  დაღუპულ გმირებს და  მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ბათუმი, 9 აპრილის მემორიალი

ქუთაისში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.  დაღუპული გმირების პატივსაცემად მემორიალი ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ საკრებულოს წევრებთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატებთან გენადი მარგველაშვილთან და დიმიტრი მხეიძესთან ერთად ყვავილებით შეამკო. მემორიალთან ასევე ეროვნული მოძრაობის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.

9 აპრილის მემორიალი გაიხსნა ბათუმში, გმირთა ხეივანში. მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს და 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.

კახა კალაძე - მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

На данном изображении может находиться: 19 человек, люди улыбаются, люди стоят, толпа, цветок и на улице