საქართველოს მთავრობა აშშ–ს ლობისტებს $1,5 მილიონს გადაუხდის?

Похожее изображение2019 წელს, ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო აშშ–ს ლობისტურ კომპანიებს სულ მცირე  $1 530 000 გადაუხდის. ინფორმაციას interfax.ru  ქართულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამერიკულ კომპანიასთან  Hill and Knowlton Strategies LLC (H&K) $750 მილიონიანი კონტრაქტი დადო, რომელიც საქართველოს აშშ–ში ლობირებას ითვალისწინებს ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის განვითარების მიზნით.

კერძოდ, აღნიშნული კომპანია ვალდებულებას  იღებს დაამყაროს კონტაქტები აშშ–ს ბიზნეს–ჯგუფებთან, კანონმდებლებთან და ამერიკის მოსახლეობასთან, რათა „საქართველოსა და აშშ–ს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბიძგი მიეცეს“.

ამ მიზნით კომპანია  Hill and Knowlton Strategies LLC (H&K) ჩაატარებს საზოგადოებრივ გამოკითხვას, განავითარებს რეგიონალურ  ბიზნეს კოალიციას, დააკომპლექტებს მას და ვებ–საიტს შეუქმნის, ასევე დაგეგმავს პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ჩართულობას ინვესტიციების და ვაჭრობის საკითხებში.

ამის გარდა, საქართველოს მთავრობამ განაგრძო კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან Chartwell Strategy Group, LLC, რომელიც  ასევე ვაჭრობისა და ინვისტიციების საკითხებში ეწევა კონსულტირებას.  კონტრაქტის საფასური $780 000 შეადგენს, გასულ წელს კი ამავე კომპანიის კონსულტაციები მთავრობას $600 ათასი დაუჯდა. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

აშშ–შ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებს. 2018 წლის მონაცემებით ორ ქვეყნის შორის სავაჭრო ბრუნვამა $519, 6 მილიონი შეადგინა.

image_pdfimage_print

Comments

comments