პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას სახელი გადაარქვეს

Похожее изображениеპრეზიდენტის სასახლეს სახელი გადაარქვეს – ავლაბრის რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ჰქვია და დღეს ის სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველად გაიღება.

„სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამის განკარგულებას გამოსცემს საქართველოს მთავრობა. ეს არის შეთანხმებული, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე იმართება დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერთათვის პრეზიდენტის სახელით მიღება ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, კომისიის მუშაობაში ჩართულია როგორც მთავრობა, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაცია და განიხილება შესაბამისი ვარიანტები, თუ რა განთავსდება ადმინისტრაციულ ნაწილში“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტის მიღება, რომელიც 9 აპრილს უკავშირდება, სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.

„ეს არ გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ეს გახლავთ შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომ ძირითად ნაწილს დაერქვას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. ადმინისტრაციულ შენობას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით შექმნილია საპარლამენტო ჯგუფი, რომელშიც დეპუტატებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლებაც არის ჩართული. მეც გახლდით  კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც არის მსჯელობა, რა მიმართულებით განვითარდეს ადმინისტრაციის ნაწილი. ძირითად ნაწილს რაც შეეხება, ეს არის შეთანხმება, რაც განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა“, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ.

მისი თქმით, ადმინისტრაციის ნაწილის ფუნქციის საკითხი საპარლამენტო ჯგუფის კომპეტენციაა.

image_pdfimage_print

Comments

comments