“რუსები ისე გათავხედდნენ, უკვე ხელებს გვიგრეხენ, შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ”

Во время совещанияბელარუსის პრეზიდენტმა  მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან თათბირზე განაცხადა, რომ რუსეთი თავის სავაჭრო პარტნიორებს ხელებს უგრეხს.  საინფორმაციო სააგენტო belta.by ინფორმაციით, პრზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს არსებულ პრობლემაში გარკვევა დაავალა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსი, როგორც პარტნიორს,  ანგარიშს უწევს რუსეთს, რასაც მეზობელი ქვეყნისგან საპასუხო ნაბიჯები არ მოყვება. მან ერთერთი ბოლო მაგალითიც მოიყვანა – ქვეყნის ნავთობსადენი უკვე ერთი წელია, რაც ავარიულ მდგომარეობაშია, მისი დროებითი დახურვა და რემონტი კი რუსული ნავთობის ექსპორტს შეაფერხებდა, რის გამოც თავის დროზე ოფიციალურმა მინსკმა ავარიულ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბოლო დროს ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ბელარუსის წინააღმდეგ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციას აწესებს. თვითონვე სანქციების ქვეშ არიან და ამავე დროს მოკავშირეებს იმავე ხერხით ებრძვიან. ხან  კიტრი არ მოსწონთ, ხან სტაფილო, ხან სალათი. საწრმოებს გვიხურავენ, ბაზარს გვიზღუდავენ.

თუ ნავთობსადენების რემონტია საჭირო, შეაჩერეთ ნავთობის ტრანზიტი და დაიწყეთ რემონტი, რადგან სიკეთე, რომელსაც რუსეთისთვის ვაკეთებთ, ყოველთვის ბოროტებით გვიბრუნდება. ისე გათავხედდნენ, რომ  უკვე ხელებს გვიგრეხენ. ჩვენ შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ – მარჯვენა ლოყაში გაგვაწნეს სილა, მარცხენაც მივუშვიროთ?!“ – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

image_pdfimage_print

Comments

comments