ქართული ფოლკლორის და საგალობლების შესწავლის პროგრამა შეიქმნა

На данном изображении может находиться: 1 человекსაქართველოს ეროვნული მუზეუმი 10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაციას მასპინძლობს.

ექსპოზიციას საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც დაესწრო. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებთან ერთად მუსიკისმცოდნეები, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრები და დარგის სპეციალისტები იყვნენ.

„სახელმწიფო პროგრამა დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის, ჩვენი უნიკალური საგალობლები.

რამდენიმე დღის წინ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, როდესაც გამოიცა უნიკალური რვა ტომეული ჩვენი საგალობლების. თუმცა ეს პირველი ნაბიჯებია, ვინაიდან აღნიშნული საგანძური იმდენად დიდია, რომ კიდევ წლებია სამუშაო რათა, სრულად დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს გამოცემული ყველა ქართული საგალობელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სამუსიკო ნიშნები – ნევმები მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებშია დაცული. ირკვევა, რომ სწორედ ნევმების მეშვეობით იწერებოდა საგალობლების ჰანგი. ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. ქართული ტრადიციული მუსიკა მსოფლიო მონაპოვარია, რომლის მეცნიერულ კვლევას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა.

image_pdfimage_print

Comments

comments