იანვარ-თებერვალში საქართველოში $206,8 000 ღირებულების კარტოფილი შემოვიდა


2018 წლის იანვარ-თებერვალში კარტოფილის შემოსატანად ქვეყნიდან 1 025 500 დოლარი გავიდა.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში კარტოფილის იმპორტი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოთხჯერ არის შემცირებული.

საკოლმეურნეო ბაზრებში და სავაჭრო ქსელებში 1 კილოგრამი პროდუქტის ფასი  1.7 ლარიდან 2.0 ლარამდეა.

საქართველოში კარტოფილის ძირითადი იმპორტიორი თურქეთია. სათესლე კარტოფილი კი ქვეყანაში გერმანიიდან და ჰოლანდიიდან შემოდის.

რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, 6% აჭარაზე მოდის, 20% ქვემო ქართლზე, ხოლო 63% სამცხე-ჯავახეთზე, დანარჩენი 11% კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში კარტოფილის წარმოებამ 186,5 ათასი ტონა შეადგინა, 2016 წელს 249,1 ათასი ტონა, ხოლო 2017 წელს 180,1 ათასი ტონა.