14 აპრილი – დედა ენის დღე


დღეს საქართველო ეს თარიღი არაერთი ღონისძიებით აღნიშნეს.  თბილისში,  დედაენის ბაღში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, კონცერტები, გამოფენები და  და სხვ.

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობაზე 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერი“ მოეწყო. ინსტალაციით წარმოდგენილია ქართული ანბანური დამწერლობის სამივე სახეობა, ასევე უძველესი ხელნაწერები და ილუსტრაციები, რომლებიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე განთავსებულია ეკრანები, სადაც ძველი ქართული ხელნაწერების სლაიდები ტრანსლირება მიმდინარეობდა.

14 აპრილს, ქართული ენის დღეს, „გუგლის“ ყველაზე მსხვილი სახელოვნებო პლატფორმა სივრცეს ქართულ ანბანს დაეთმო. დღეიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვირტუალური გალერეა ქართული ანბანის შესახებ ისტორიას დასაბამიდან დღემდე მოჰყვება.