სალომე ზურაბიშვილი: “საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა”

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება.

„თვალს ვადევნებ საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

მანამდე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.

ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი.  ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს – ვარდულს და ორ მთავარ კოშკს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება.

წინასწარი ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება,

image_pdfimage_print

Comments

comments