საპენსიო სისტემაში არარეგისტრირებული კომპანიები დაჯარიმდებიან


Похожее изображениеკომპანიებს, რომლებიც საპენსიო სისტემაში არ დარეგისტრირდებიან, სანქციები დაეკისრებათ. 

კანონით გათვალისწინებული სანქციებით კომპანია პირველ ჯერზე 500 ლარით, ხოლო დარღვევის გამოუსწორებლობისთვის 1000 ლარით დაჯარიმდება. ამ ეტაპზე სააგენტოში მონაცემთა ანალიზი მიმდინარეობს, რომლითაც სისტემაში დაურეგისტრირებელი კომპანიები გამოვლინდება.

გარდა ამისა, როგორც “საპენსიო სააგენტოში” აცხადებენ,  იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი საკუთარი 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდას დასაქმებულს აკისრებს და ამის ხარჯზე ანაზღაურებას უმცირებს, მოქალაქეებს შეეძლებათ წერილობით მიმართონ სააგენტოს, რის შემდეგაც სამართლებრივი დავა დაიწყება და სამართალდარღვევის შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება.

imedinews.ge