კულტურული მემკვიდრეობის როლის გაზრდის შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა

ამრიგად  სალომე ზურაბიშვილი მოძრაობას ,,კულტურული მემკვიდრეობა ევროპის მომავლისათვის“ შეუერთდა. დოკუმენტის ხელმოწერის რეკომენდაცია და დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტს ორგანიზაციის ,,ევროპა ნოსტრა”/EUROPA NOSTRA გენერალურმა მდივანმა სნეშკა მიხაილოვიჩმა წარუდგინა.

დოკუმენტი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის როლის გაზრდის ხელშეწყობას, როგორც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე, ჩვენს ყოველდღიურობაში, რათა კულტურა გახდეს ყოველდღიურობის ნაწილი და ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი.

დოკუმენტის ხელმომწერები იღებენ პასუხისმგებლობას, გამოიყენონ მოცემული შესაძლებლობა და საერთო კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალი, რომ ევროპა უფრო მშვიდობიანი, წარმატებული და ინკლუზიური გახდეს.

,,ბევრი გამოწვევისა და საფრთხიდან გამომდინარე, რომელიც ემუქრება ევროპულ ღირებულებებს, საუბარი არ შეიძლება მხოლოდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ საერთო კულტურულ მემკვიდრეობას ევროპის პოლიტიკისა და პრიორიტეტების შუაგულში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

image_pdfimage_print

Comments

comments