“ვიქნები მცირე და საშუალო ბიზნესისა და რიგითი მოქალაქეების ლობისტი”

ეკონომიკის მინისტრი: ვიქნები მცირე და საშუალო ბიზნესისა და რიგითი მოქალაქეების ლობისტიეკონომიკის ახალი მინისტრის ნათია თურნავას განცადებით, ის პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესისა და რიგითი მოქალაქეების ლობისტი იქნება.

„მე მას შემდეგ რაც გამოცხადდა ჩემი დანიშვნა, ბვერი უცნაური სპეკულაცია მოვისმინე ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, სერიოზული პასუხის გაცემა არ შემიძლია. თუ გადახედავთ ჩემს შრომით ბიოგრაფიას, რომელიც საჯაროა, ნახავთ, რომ ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი ბევრ ხელმძღვანელ თანამდებობაზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში და ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრ ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან მქონდა ურთიერთობა და ეს არ უნდა იყოს სპეკულაციების საგანი.

თუ ვინმეს წარმოვადგენ მე დღეს ამ მთავრობაში, თუ ვინმეს ლობირებას მოვახდენ ამ მთავრობაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც ძალიან ახლოს მივიტან გულთან. კიდევ უფრო გახსნილი იქნება ეკონომიკის სამინისტრო“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

image_pdfimage_print

Comments

comments