მამუკა ბახტაძემ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – წერს მამუკა ბახტაძე “ტვიტრზე”.

 ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ზელენსკია. მას გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერებიც ულოცავენ. მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ზელენსკის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა.

უკრაინის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პირველადი ოფიციალური მონაცემით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73% უჭერს მხარს.

image_pdfimage_print

Comments

comments