ერთადერთი მისამართი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა უნდა იაროს, პროკურატურაა – ანი მიროტაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ექსპრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნება დაანონსა.
როგორც მიროტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, სააკაშვილი საქართველოში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და ერთადერთი მისამართი, სადაც მან ხშირად უნდა იაროს, ეს არის მთავარი პროკურატურა.
“ერთადერთი მისამართი, სადაც მან ხშირად უნდა იაროს, ეს არის მთავარი პროკურატურა, სადაც აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი იმ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მოსახლეობას აქვს,” – განაცხადა მიროტაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments