დღეს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება

books-ის სურათის შედეგი23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა.

ამასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

თბილისის მერიის ცნობით, დღეს 12:00 საათიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

20-ზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით წარმოადგენს. მთელი დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრები, ახალი გამოცემების წარდგინებები, ასევე, წიგნებთან, განათლებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები გაიმართება.

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით  შეუერთდა. უკვე 16 წელია წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება. 2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდ

image_pdfimage_print

Comments

comments