საქართველოში 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ქალებს ჭარბობენ

ასაკობრივი დისკრიმინაციასტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის  ანგარიში  თანახმად, 2019 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, ქვეყნაში ქალების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა და 1,932,656 განისაზღვრა. რაც შეეხება კაცების რაოდენობას, ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელია და მთლიანობაში 1,790,899 შეადგინა. 

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელმა 92.7 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.7 მამაკაცი მოდიოდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ქალებს ჭარბობენ, ხოლო 35 წლიდან ზევით ქალების რიცხოვნობა აღემატება კაცებისას.

2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას კაცებში 69.7, ხოლო ქალებში 78.2 წელს შეადგენდა.

ანგარიშში მოცემულია დაბადების (51,138), გარდაცვალებისა (46,524) და ბუნებრივი მატების (4,614) შესახებ სტატისტიკაც.

2019 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 37 წელია.

image_pdfimage_print

Comments

comments