ინდოეთის არმია ამტკიცებს, რომ თოვლის კაცის ნაკვალევს მიაგნო


ინდოეთის არმია ამტკიცებს, რომ თოვლის კაცის ნაკვალევს მიაგნო
ინდოეთის არმია ამტკიცებს, რომ თოვლის კაცის – იეტის ნაკვალევს მიაგნო. ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო ინდოეთის არმიამ „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

ინდოელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ „იეტის ნაკვალევს ჰიმალაის მთებში მდებარე მიკალუს სამხედრო ბანაკში მიაკვლია“.

თოვლის კაცი იეტი მითიური არსებაა, რომელიც ძირითადად სამხრეთ აზიურ ფოლკლორშია მოხსენიებული. იეტის შესახებ ინდოეთში, ნეპალსა და ბუტანში ხშირად ყვებიან.

ინდეოთის არმიაში ამბობენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი მტკიცებულბა ექსპერტებს გადაეგზავნა.

1tv.ge