ხვალ გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია გაიმართება

დავით გარეჯა-ის სურათის შედეგიგარეჯელი სასულიერო პირების ინფორმაციით,  28 მაისს  გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქციის  სახელწოდებით “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” ჩატარება იგეგმება.  

აქცია ქართული, აზერბაიჯნული და სომხური დროშების თანხლებით ჩაივლის.

“ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ არავისთან მტრობა არ გვინდა და მით უფრო ჩვენს სახლში, ჩვენს ძმებთან, კავკასიელებთან. ამ აქციით გავაფრთხილებთ ნებისმიერ დაინტერესებულ ძალას, რომ არავის მიეცემა პროვოცირების საშუალება, ჩვენი დიდი სახლი არიოს და რეგიონს დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს.

გვჯერა, რომ ამ დღეს გარეჯში ჩვენ გვერდით იქნებიან საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები და მიწიდან, რომელიც ქართველებისთვის წმინდა და შეუფასებელია, ეტყვიან ისტორიულ სამშობლოს აზერბაიჯანს და მსოფლიოს, რომ ძმობას და მეგობრობას საზღვრები არ აქვს  და ვერც გაუგებარმა, სავარაუდოდ, დაინტერესებული ძალების მართულმა პოლიტიკამ ვერ უნდა გადაფაროს,”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აღდგომის დღსასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო.  ხოლო აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.

image_pdfimage_print

Comments

comments