ფაროსანასთან საბრძოლველად თერმულ ნისლს გამოიყენებენ

farosana-ის სურათის შედეგისურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში ფართობებს თერმული ნისლით დამუშავებენ. მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები განისაზღვრა. 

5 ივნისს, საღამოს 21:30 საათზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით შემდეგი სოფლები დამუშავდება:

  • გურიის რეგიონი:
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – სოფელი ქვემო აკეთი;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – სოფელი შუა ამაღლება;
  • იმერეთის რეგიონი:
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – სოფელი როდინაული;
  • სამეგრელოს რეგიონი:
  • აბაშის მუნიციპალიტეტი – სოფლები კეთილარი და სუჯუნა;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – სოფლები: ერგეტა, ორულუ და ცვანე:

სურსათის ეროვნული სააგენროს ინფორმაციით, მოსახლეობის ინფორმირების პროცესში ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. ღონისძიებები მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებითა და მათთან კოორდინირებულად დაიგეგმება, რათა არ დაზიანდეს ფუტკარი.

ცნობისთვის, 2019 წელს სახელმწიფო აზიური ფაროსანას გასანადგურებლად და სხვა სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად 45 მილიონ ლარს დახარჯავს.

image_pdfimage_print

Comments

comments