“საქართველოს რეზოლუციის დამტკიცება ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის წარმატებაა”

salome zurabishvili-ის სურათის შედეგიგაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს რეზოლუციის დამტკიცება ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის წარმატებაა, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავლების უფლება დაბრუნდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს არის ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის წარმატება და უფრო დიდი იმედი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის, რომელიც სახლში დაბრუნებას ელოდება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

image_pdfimage_print

Comments

comments