მმართველმა გუნდმა შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა

Картинки по запросу თალაკვაძე„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა.

„შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ აქტიურ ტემპს და კომუნიკაციას საზოგადოებასთან ისე, როგორც ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ძალიან ბევრ საკითხს უმოკლეს დროში გადავუჭრით ჩვენს თანამოქალაქეებს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეკრების დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური პროგრამის პრიორიტეტებს შორის იქნება განათლების რეფორმა, ასევე აქცენტი გაკეთდება რეგიონებში ინვესტიციებზე; უკვე დაწყებულია მუშაობა ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე და მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამით წარდგება საზოგადოების წინაშე.

თალაკვაძემ  ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი იყო არჩევნების დისკრედიტაცია, რადგან ხედავდნენ, რომ მარცხი ელოდათ.

ცესკოს ინფორმაციით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ყველა უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ მოიგო. მას ამომრჩეველთა 61.83%-მა დაუჭირა მხარი, შალვა შავგულიძეს კი 38.17%-მა.

image_pdfimage_print

Comments

comments