"მოლდოვას წინა მთავრობა უკანონო გზით ცდილობს ახალი ხელისუფლების დამხობას“


ჯოზეფ დოული josef douliევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე ჯოზეფ დაული, მოლდოვის „დემოკრატიულ პარტიას“ მოუწოდა მშვიდობიანი გზით დათმონ ხელისუფლება.

მისი თქმით, „მოლდოვას წინა მთავრობა უკანონო გზებით ცდილობს ახალი ხელისუფლების დამხობას“. ეს განცხადება ჯოზეფ დაულიმ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

დაულიმ  მიესალმება მოლდოვის ახალი მთავრობის მიერ პარლამენტში მიღებულ დეკლარაციას, „რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების მიტაცებას“ ადასტურებს. მან ასევე მკაცრად გააკრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ახალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმურად ცნო.

„ოლიგარქების ბრძანებების, ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება ამაზრზენია. მოვუწოდებ დემოკრატიულ პარტიას, თავი შეიკავონ ძალადობისგან, რაც სიტუაციის საგრძნობლად გაურესებას გამოიწვევს და სერიოზულ შედეგებს მოუტანს მოლდოვას“, – აცხადებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი 8 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტში ახალი სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა. მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოში კი განაცხადეს, რომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურია, რადგან კოალიციის ფორმირება კანონით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელსაც უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს, შექმნილ მდგომარეობაში დახმარებისკენ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა.

მოლდოვის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე გამოთქვა რუსეთის ფედერაციამ. მოსკოვში აცხადებენ, რომ კიშინიოვში სიტუაციის ნორმალიზაციას ელოდებიან.