World Travel Awards 2019 უკვე ბათუმშია


World Travel Award- 2019აჭარის მთავრობის დელეგაცია ბათუმში წუხელ გვიან ღამით დაბრუნდა პორტუგალიიდან, სადაც მადეირას რეგიონში გამართულ ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოეწყო, რომელსაც ბათუმელებთან ერთად აეროპორტში მყოფი ტურისტებიც ესწრებოდნენ.

ბათუმმა საერთაშორისო ტურისტულ კონკურსში პრესტიჟული ჯილდო 8 ივნისს მიიღო. ბათუმის გარდა ამ ნომინაციაში ჯილდოსთვის ბაქო (აზერბაიჯანი), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა-გორა (ჩეხეთი), ლუბლიანა (სლოვენია), მატერა (იტალია), მოსტარი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) და სოფია (ბულგარეთი) იბრძოდნენ.

მადეირაზე დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და მთავრობის დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=5Ejx9Pu9_Rs