ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი 58%-ით არის გაზრდილი

air-ის სურათის შედეგი„საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელზეც აღინიშნა, რომ თბილისში ჰაერის მდგომარეობა 2018 წელთან შედარებით გაუარესებულია.

ორგანიზაციამ წერეთლის გამზირზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის მზომი მდებარეობს. აღნიშნული სადგურის მონაცემებით, მოჭარბებული დამაბინძურებლები პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსპორტის ნაკადების ზრდასთან.

კვლევის ავტორების განცხადებით, წინა წელთან შედარებით, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 58%-ით არის გაზრდილი, რაც უშუალოდ ავტომობილების გამონაბოლქვთან არის კავშირში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სრული სიმკაცრით ამოქმედდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, აიკრძალოს ტრანსპორტის გადაადგილება კატალიზატორის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსპორტის გზისპირა კონტროლი სპეციალური აპარატურით მოხდეს. რაც შეეხება საწვავს, კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემას დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებიც წარმოადგენს.

image_pdfimage_print

Comments

comments