რა “ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებს” მოაწერა ხელი აშშ–ში მამუკა ბახტაძემ?

მამუკა ბახტაძე - აშშ-თან შევთანხმდით ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებსა და პრინციპებზე, რომლებიც იქნება გარანტი, რომ საქართველო განვითარდება სტაბილურადსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ვაჭრობის მდივან ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ მოეწერა, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას შეუწყობს ხელს…

ეს და კიდევ სხვა მრავალი, მკითხველისთვის არაფრის მთქმელი ფრაზებით არის აღწერილი პრემიერის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის არსი და მნიშვნელობა…ტრადიციულად, ორივე მხარემ კმაყოფილება გამოთქვა  და ერთმანეთს მადლობა გადაუხადა გაწეული თანამშრომლობისთვის.

შემდეგ საქმე შეეხო “კომერციულ წარმომადგენლობას”:

შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი, რომელიც რეგიონული დატვირთვის ოფისი იქნება. კომერციული წარმომადგენლობის გახსნის საკითხზე მუშაობის დაწყების საკითხი ასახულია ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის კომერციის მდივნის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამდა აშშ-ის კომერციის მდივანმა ვილბურ როსმა მოაწერეს ხელი.

გაიგეთ რამე? მე არა.

არანაკლებ ბუნდოვანი იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცახდება, გამგები კი გაიგებს ალბათ:

„ორი დღის წინ მიღებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაცია ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც გვექნება აშშ-თან ერთად შემდგომი წლების განმავლობაში, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გადავიყვანოთ ხარისხობრივად ახალ დონეზე. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – სწორედ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრი და დღევანდელი დღე და კომერციის დეპარტამენტთან ხელმოწერილი მემორანდუმი ამის გაგრძელებაა.

На данном изображении может находиться: 1 человек, костюм

დოკუმენტის თანახმად, ჩვენ ამერიკელი მეგობრებისგან მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას და სწორედ საქართველოში შეიქმნება ის პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ამერიკულ ბიზნესს, უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი ჩვენს რეგიონში. როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკისგან გვაქვს ასეთი მხარდაჭერა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, ვიყოთ წარმატებული იმ სტრატეგიაში, რომელიც სწორედ საქართველოს აქცევს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რას ნიშნვას ” ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა”?   ამერიკული ბიზნესის გაფართოვება საქართველოში? სხვა ქვეყნების ბიზნესიც არის ჩვენთან წარმოდგენილი და საკმაოდ წარმატებულად. რა არის აქ ისტორიული? საქართველო აშშ–ზე უფროსი და ისტორიულად მდიდარი ქვეყანაა. იქნებ რამე არასწორად მესმის, დინოზავრი ვარ და ცხოვრებას ჩამოვრჩი?

„ჩვენ შევთანხმდით ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებსა და პრინციპებზე, რომლებიც შემდეგი წლების განმავლობაში იქნება იმის გარანტი, რომ საქართველო განვითარდება სტაბილურად, მშვიდობიან გარემოში და ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება ხელშესახები, ინკლუზიური და საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

რისი თქმა სურდა ჩვენ პრემიერს ნეტა?  ამას ცალკე თარჯიმანი დასჭირდება. ან არ დასჭირდება, თუ ეს ყველა ფრაზა და  ტექსტი განგებ შენიღბულია, და შემდეგ აღმოჩნდება, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასახარბიელ და არასასურველ გარიგებაში აღმოჩნდება გახვეული.  არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწროო, ბახტაძემ. კი ბატონო, მაგრამ ახალი კონსტიტუციის მიღების არ იყოს, მერე აქეთ საზოგადოებას არ დააბრალოთ, არ მოგვისმინეთო…

მემორანდუმის თანახმად, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ვაჭრობის მასშტაბების გაზრდის მიზნით, მხარეები დიალოგს კიდევ უფრო გაააქტიურებენ და ხელს შეუწყობენ ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. ასევე გაგრძელდება კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP), რომელიც ხელს უწყობს კომერციული ეკონომიკური მიმართულებების განვითარებას საქართველოში და პროგრამა SABIT-ი (Special American Business Internship Training), რომელიც ეხმარება ქართულ ბიზნესს ამერიკულ კომპანიებთან დაახლოებაში, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორობის გააქტიურებაში (Special American Business Internship Training).

დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია ინფორმაციის გაცვლა ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე; საწარმოებისა და ორგანიზაციების მონაწილეობის წახალისება გამოფენებში, ბაზრობებშიბიზნესფორუმებში, სავაჭრო მისიებსა და ინვესტორებთან სერიულ შეხვედრებში, რომლებიც მემორანდუმის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე და მათ ფარგლებს გარეთ გაიმართება.

გამგები გაიგებს, ალბათ…

ალექსანდრე მგალობლიშვილი

premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments