13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

3 ივნისის სტიქიიდან დღეს ოთხი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

13 ივნისის სტიქიისა და დედაქალაქში მოულოდნელად დატრიალებული ტრაგედიის გამო, თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

დღეს დაღუპულთა მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ  გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მემორიალთან დედაქალაქის მთავრობის და საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე.

„2015 წლის 13 ივნისი ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო. რთულია ახლა ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, რამდენად უძლურები ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად რთული და მძიმე იყო იქ არსებული სიტუაცია. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და ჭრილობებს, ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს. ამას უბრალოდ ვეგუებით ადამიანები. ნათელში იყოს მათი სულები. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო – ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მემორიალთან მღვდელმსახურებმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments